
„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ,თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე…“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ეს არის შვილის ნაცვლად დედის მიერ დაწერილი წერილი გოგონას გარდაცვალების შემდეგ.
ცხადია, ეს არის თეონა თამაზაშვილის პირადი განწყობა იმის შესახებ, თუ რას შეეწირა მისი 23 წლის ქალიშვილი.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ,თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ.მაგრამ ვერ გაგექეცით.
მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ.უძლური გავხდი. თქვენ დღე ღამეთ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყვრლა გაგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ.
საქართველოს გულში ლახვარი გაუბნიეთ. ქვეყანა დააბნელეთ. არ ვიცი როგორ გაგქცეოდით. ყველანაირად შემარყიეთ.თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ. მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი. გამწირეთ მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე.
ჩემი ერთი სული წაიღეთ მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ. უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი. ნათელი დადგება საქართველოს ცაზე. თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ.
მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი. 23 წლის გოგო.რომელიც 18 ივლისს მომკლეს“.























