15:40 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

სერგო ჩიხლაძე: ქართული ოცნების არცერთი დაპირება არ შესრულდება რადგან 8 წლის განმავლობაში არაფერი შეასრულეს

სერგო ჩიხლაძე: ქართული ოცნების არცერთი დაპირება არ შესრულდება რადგან 8 წლის განმავლობაში არაფერი შეასრულეს

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს ოპოზიციაში სკეპტიკურად უყურებენ.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების მიერ გაცემულ დაპირებებს სიცრუედ აღიქვამს და აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას 8 წლის მანძილზე არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.

 

სერგო ჩიხლაძის თქმით დროა ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს.

სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა წამლების ხარისხთან და ფასთან მიმართებაში
2020-08-17სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა წამლების ხარისხთან და ფასთან მიმართებაში

„ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით დამსხვრეული ოცნებების პარტიის დაპირებების შესახებ, არის ის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდება. მათ 8 წელი ჰქონდათ ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და უკეთესი პირობების შესაქმნელად ხალხისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად, მათ დაანგრიეს ხალხის ოცნებები, ბოროტად გამოიყენეს ჩვენი ქვეყანა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა დამსხვრეული დაპირებები და დამსხვრეული ოცნებები. ახლა დროა შეიცვალოს ეს „დამსხვრეული ოცნებების“ხელისუფლება და დაიწყოს აღმშენებლობა რომ დავამარცხოთ სიღარიბე“ –  განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X