
პარტია მოქალაქეების თავჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე სიარული მისთვის რთული იყო, ვინაიდან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მისთვის სხვა ადამიანებთან ასოცირდებიან. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„ოპოზიური პარტიების შეკრებაზე ისედაც ძალიან მიჭირდა სიარული. იქ არის წარმოდგენილი პუტინი ბურჯანაძის სახით, იქ არის წარმოდგენილი ქვეყნის გამპარტახებელი და დამაქცეველი ვანო ჩხარტიშვილი თავისი სიძით, რომელიც ვითომ ოპოზიციონერია, გიორგი ვაშაძით, იქ არის წარმოდგენილი ქართული ოცნება ბოკერიას სახით”, – თქვა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა, ის მაინც იბრძოლებს არჩევნებში მოგებისთვის.






















