
აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ირმა ინაშვილისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწის ლაშა საქანიას შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერის, ირმა ინაშვილის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცით, 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანამშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ უახლოეს მომავალში არ გავრცელდება ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, მიმართონ ოფიციალურად შესაბამის სტრუქტურებს, რათა დაადგინონ ამ შეხვედრის მიზეზები და გამართონ მოსმენები შესაბამის კომიტეტში“ – ნათქვამია „არუას“ განცხადებაში.






















