
ხმა გავრცელდა, რომ მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა სასწრაფოდ ანევრიზმის ოპერაცია გაიკეთა.
“პრაიმტაიმმა” ინფორმაციის გადამოწმება სცადა და როგორც აღმოჩნდა, მომღერალს ოპერაცია არ დასჭირდა.
ცისანა სეფიაშვილი: – არანაირი ჩივილი არ მქონია, ტომოგრაფია გავიკეთე და პატარა ზომის ანევრიზმა აღმომაჩნდა. ოპერაცია არ დამჭირვებია. ჯერ დააკვირდებიან.
მომღერალი ამჟამად კვარიათში ისვენებს და ჩვენს შეკითხვას, მზეზე ყოფნა ეკრძალება თუ არა, ასე პასუხობს: არ მაღელვებს…






















