
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა ნელი დოროყაშილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მან საქმესთან არსებული ყველა დეტალი იცის, თუმცა სიღრმისეულად საუბარს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ აპირებს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ ვაპირებ. არ მინდა არავისთან ჩემი პირადი სივრცის განხილვა“, – ამბობს დოროყაშვილი.
დღეს დოროყაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქართველი ჩოგბურთელის მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ უბრალოდ ბრალდების დაზუსტება მოხდა.
ბასილაშილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ტერორს ემსახურებოდა, რაც ორ დღეში აშშ-ში გასამართ ტურნირს უკავშირდება.























