
საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1394-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთ რიცხვი 1132-მდე გაიზარდა.
განკურნებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და ამჟამად 1 132-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.























