12:18 | 2020-08-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რუსეთთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე – პრემიერი

რუსეთთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ფრენები არ შეუწყვეტია.

 

პრემიერი რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

 

სტამბოლის, თელ-ავივის, კიევის და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა - ნახეთ განრიგი
2020-08-21სტამბოლის, თელ-ავივის, კიევის და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა - ნახეთ განრიგი

 

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვიტავს, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, – განცხადა პრემიერმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X