12:53 | 2020-08-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როდის განაახლებს ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას – ეზუგბაიას განმარტება

როდის განაახლებს ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას – ეზუგბაიას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკა პაციენტების მიღებას განაახლებს მაშინვე, როგორც კი 300 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით დასტურს მიიღებენ.

 

ინფექციური საავადმყოფო კოვიდპაციენტებს აღარ იღებს - მარინა ეზუგბაიას პირველი განმარტება
2020-08-21ინფექციური საავადმყოფო კოვიდპაციენტებს აღარ იღებს - მარინა ეზუგბაიას პირველი განმარტება

 

„გუშინ ფინანსთა სამინისტროში დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა ჩატარდა, გადაწყვეტილება მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ჩვენც, ალბათ, განვაახლებთ პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ დროებით კოვიდპაციენტებისა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზად გაუმართავი ინფრასტრუქტურა სახელდება.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X