
ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
პროცესზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა გამორიცხული უნდა იყოს – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რითიც დამატებითი განმარტება გააკეთა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმების შესახებ.
„საყოველთაო-სახალხო განხილვა სავარაუდოდ მასშტაბური არ იქნება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არის არსებითად განხილული. მინიმალისტური მიდგომით, დისტანციური საშუალებების გამოყენებით შევეცდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ერთ თვეში დავასრულოთ, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვის დაწყების საშუალება გვექნება. რეგლამენტი იქნება დაცული, რაც მათ შორის იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გასვლები იქნება დასაგეგმი, რეგლამენტის ფარგლებში რაც გათვალისწინებულია. საყოველთაო-სახალხო განხილვას მინიმალისტური მიდგომით ჩავატარებთ. არ არის გამორიცხული, რომ დისტანციური კომუნიკაციების ფორმები გამოვიყენოთ.
შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარება. მათ შორის, აჭარაში, ფორმაზე ვიმსჯელებთ. ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეთანხმება შედგა, ერთ-ერთი მემორანდუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ეხება.






















