16:30 | 2020-08-22 ავტორი: Prime Time

როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით თვენახევრის ჩვილი

როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით თვენახევრის ჩვილი

საქართველოში, თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია ბავშვის ოჯახიც – მშობლები.

 

სამივე პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„კურიერის“ ინფორმაციით, ბავშვის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. მასთან კომუნიკაციაში მყოფ თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ვირუსი არც ერთს არ აქვს.

 

საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-08-22საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
თვენახევრის ჩვილი თავდაპირველად ცხელებით ციციშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას PCR ტესტი ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

შემდეგ კი ჩვილი თბილისის ბავშვთა ინფექციის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ტესტირება ჩვილის კონტაქტებსაც ჩაუტარდათ და ორივე მშობლის შემთხვევაში დადასტურდა, რომ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

 

“მის შვილს, რომელიც არის 1 თვის და 15 დღის, მას როდესაც დაუდასტურდა, როდესაც იგი იქნა შეყვანილი კლინიკაში 38 ტემპერატურა ჰქონდა ბავშვს, სასუნთქი გზების ინფექცია პირველი ანალიზებით დადგინდა, პარალელურად აღებულ იქნა კორონავირუსზე სინჯი და ბავშვს, როდესაც დაუდასტურდა, შემდგომ პირველ რიგში რა თქმა უნდა მშობელი მოჰყვა და რა თქმა უნდა ჩვენს თანამშრომელ მამას გაუკეთდა სინჯი კორონავირუსზე და 2 დღის წინ მასაც კოვიდდადებითი ამოუვიდა,” – აცხადებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

ავტორი: Prime Time

X