18:21 | 2020-08-22 ავტორი: Prime Time

„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო, აღიარეთ მკვლელობა“ – ბაჩალიაშვილის დედა

„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო, აღიარეთ მკვლელობა“ – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილის სამ მაღალჩინოსანს მიმართავს, აღიარონ დანაშაული.

 

„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!!

 

გირჩევნიათ გონს მოეგოთ, გეყოთ ვაჟკაცობა, რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა, რომ ფილმ “მონანიება”სავით არ დაგემართოთ.

 

მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები
2020-08-22მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები
ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები,თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე. ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს, რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.

 

თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ. ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა,“- წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი.

ავტორი: Prime Time

X