
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიმდინარე პირველი ოფიციალური ტურნირის საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
ცინცინატის მასტერსის 1/32 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდა და ორ სეტში – 6:4, 6:1 დამარცხდა.
ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იქნება, რომელიც 31 აგვისტოდან დაიწყება.























