23:24 | 2020-08-22 ავტორი: Prime Time

VIDEO: 3 წლის ბავშვმა თავისი მეგობარი აუზში დახრჩობას გადაარჩინა (ბრაზილია)

VIDEO: 3 წლის ბავშვმა თავისი მეგობარი აუზში დახრჩობას გადაარჩინა (ბრაზილია)

ბრაზილიის ქალაქ იტაპერუნაში 3 წლის ბიჭმა თავისი მეგობარი, რომელიც ასევე 3 წლისაა აუზში დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ბავშვები აუზში ჩასასვლელად სახლიდან ისე გამოვიდნენ, რომ მშობლემბა ვერ შეამჩნიეს. ამ დროს ერთ-ერთი ბავშვი აუზიდან გასაბერი რგოლის ამოღებას ცდილობდა და წყალში გადავარდა, მისმა მეგობარმა კი ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა.

 

შემთხვევის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა, მთავარი გმირის დედამ კი ის სოციალურ ქსელში ატვირთა.

 

პატარა ბიჭუნას გმირობით ადგილობრივი პოლიციაც დაინტერესდა და მას სიმბოლური ჯილდოც გადაეცა.

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა
2020-08-22მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 000-ს გადააჭარბა
ავტორი: Prime Time

X