22:55 | 2020-08-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოხდება თუ არა სოციალური სტატუსის მიხედვით აღსაზრდელების დაყოფა – რას ამბობენ ბაგა-ბაღების სააგენტოში

მოხდება თუ არა სოციალური სტატუსის მიხედვით აღსაზრდელების დაყოფა – რას ამბობენ ბაგა-ბაღების სააგენტოში

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვები ან იმ მშობელთა შვილები ივლიდნენ, რომლებიც სამსახურიდან სპეციალურ ცნობას წარადგენდნენ, ბაგა-ბაღების სააგენტო უარყოფს.

 

 

შეეხება თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს?
2020-08-06შეეხება თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს?

 

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოციალური სტატუსის მიხედვით მოხდება აღსაზრდელების დაყოფა და მხოლოდ ეს შერჩეული ჯგუფები შეძლებენ ახალი სააღმზრდელო წლიდან ბაღში სიარულს, სიმართლეს არ შეესაბამება. წესები და რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელი იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად, საკითხზე მუშაობს შრომის ინსპექცია და როგორც კი მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დაიწყებს მის აღსრულებას”, – განაცხადეს სააგენტოში.

 

არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს უნდა განახლდეს.

 

წყარო: mshoblebi.ge

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X