
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატია გოლიკოვამ განაცხადა.
დაავადება რუსეთის 26 რეგიონში გამოვლინდა. დაკვირვების ქვეშ 10 ათასამდე ადამიანი იმყოფება.
გუშინ რუსეთში 93 დაინფიცირებულის შესახებ გავარცელდა ცნობა. 24 საათის განმავლობაში მათი რაოდენობა 21-ით გაიზარდა.






















