22:18 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

„ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნამდე მანქანას დაეჯახა“ – ახალი დეტალები ბარისახოში მომხდარ ავარიაზე

„ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნამდე მანქანას დაეჯახა“ – ახალი დეტალები ბარისახოში მომხდარ ავარიაზე

სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის, მზექალა არაბულის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანას შეეჯახა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

 

გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს, გლოვის და მერე დაფიქრების - გიორგი კეკელიძე
2020-08-23გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს, გლოვის და მერე დაფიქრების - გიორგი კეკელიძე

 

„მანქანას არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან, მეორე მანქანა არ გადავარდნილა“, – განაცხადა მზექალა არაბულმა „რუსთავი 2“-თან.

 

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

 

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები სხვა შესაძლო მგზავრებს ეძებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

ავტორი: Prime Time

X