
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
- მათ შორის გარდაცვლილი – 17
- კარანტინის რეჟიმში – 7005
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41























