18:49 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

„ყველა სწრაფად მოძრაობს, რაც გზა გაკეთდა“- ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებზე ადგილობრივები საუბრობენ

„ყველა სწრაფად მოძრაობს, რაც გზა გაკეთდა“- ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებზე ადგილობრივები საუბრობენ

ბარისახოში, შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, მიმდებარე ტერიტორიზე მცხოვრები ქალი ყვება.

 

როგორც ადგილობრივი ამბობს, საზარელ შემთხვევამდე ტურისტებიდან რამდენიმე მასთან იყო მისული. ერთ-ერთმა თაფლი შეიძინა.

 

ქალი აღნიშნავს, რომ რაც გზა გაკეთდა ამ ადგილას, მანქანები სწრაფად დადიან.

 

„ჩემთან გაჩერდნენ. ერთი ასაკიანი იყო, თაფლი რომელსაც უნდოდა… აქ ყველა სწრაფად მოძრაობს, რაც გზა გაკეთდა. ეს ამხელა ბორდიულები და ბოძებია დაყანებული, მაგრამ… ალბათ, საბურავი გაუსკდა“ – აცხადებს ადგილობრივი „ფორმულასთან“.

 

უბედური შემთხვევა შატილში 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 3 მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ავტორი: Prime Time

X