01:11 | 2020-08-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა ვქნა, თქვენს საფ­ლავს ჩა­ვე­ხუ­ტო მარტო? – შატილში გარდაცვლილების ემიგრანტი ნათესავი

რა ვქნა, თქვენს საფ­ლავს ჩა­ვე­ხუ­ტო მარტო? – შატილში გარდაცვლილების ემიგრანტი ნათესავი

შატილის ტრაგედიას 15 ადამიანთან ერთად დები ხათუნა და ირმა მარუაშვილები შეეწირნენ. ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

 

მათზე იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი მამიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ნატა მარუაშვილის პოსტს „პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

 

გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ -
2020-08-25გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ - "თითქოს თეონა მოდის, მენატრება“

 

„სულ ხომ ერ­თად იყა­ვით და ახ­ლაც ერ­თად წახ­ვე­დით იმი­ერ სო­ფელ­ში, ჩემო გუ­ლე­ბო. აწი, ვის დავ­ურ­ე­კო, ხათო, ვის ვკი­თხო რჩე­ვე­ბი? ვინ და­მი­რეკვს, ვინ გა­მამ­ხნე­ვებს, ვინ მე­ტყვის, ნატ, ნუ გე­ში­ნია.

 

რო­გორ გი­ხა­რო­დათ ჩემო, და­ი­კო­ე­ბო, სა­ბუთს ვა­კე­თებ და სა­ა­ხალ­წლოდ მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი. თქვენ სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, ახლა სად მო­ვი­დე, ჩემო ლა­მა­ზე­ბო. ახლა სად და­მე­ლო­დე­ბით, ჩემო სუ­ლის და გუ­ლის ნა­წი­ლე­ბო, ჩემო სის­ხლო და ხორ­ცო.

 

ჩვენ ხომ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ერ­თად ვი­ყა­ვით სულ, ჩემო და­ი­კო­ე­ბო­ოო, რა­ტომ გა­მამ­წა­რეთ ასე, რა­ტომ არ და­მე­ლო­დეთ. რო­გორ მი­ხა­რო­და ჩემს დებს ვნა­ხავ, 5 წლის უნა­ხავ და­ი­კო­ებს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი-მეთ­ქი. ახლა რა ვქნა უთ­ქვე­ნოდ, თქვენს საფ­ლავს ჩა­ვე­ხუ­ტო მარ­ტო?

 

თქვე­ნი სი­ლა­მა­ზე მი­წა­ში უნდა და­მა­ლოთ, ჩემო სი­ხა­რუ­ლე­ბო, რო­გორ მიმ­ძიმს უთ­ქვე­ნო­ბა, რომ იცო­დეთ, მიმ­ძიმს, რომ ვერ და­გი­ტი­რებთ ახ­ლოს, ვერ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით სა­ბო­ლო­ოდ, მიმ­ძიმს იმის გა­ფიქ­რე­ბაც, რომ ვე­რა­სო­დეს შე­გე­ხე­ბით და ვერ მო­გე­ფე­რე­ბით.

 

მეც მინ­და თქვენ­თან, ჩემო ლა­მა­ზო და­ი­კო­ე­ბო, რა­ტომ არ და­მე­ლო­დეთ, რა­ტომ? მიყ­ვარ­ხარ ხათო, მიყ­ვარ­ხარ ირმუ, ძა­ლი­ან და უზო­მოდ, ჩემი უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი ხართ, რო­მე­ლიც, არა­სო­დეს გა­ნელ­დე­ბა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბით“. – წერს ნა­ტა­ მა­რუ­აშ­ვი­ლი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X