
სუიციდის და სუიციდის მცდელობის საგანგაშო სტატისტიკა არასრულწლოვნებში…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 5-მა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 32-მა კი თვითმკვლელობა სცადა.
ეს ციფრები მოიცავს მხოლოდ არასრულწლოვნებს და აქ არ მოიაზრება 18 წლის და 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, რომელთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია.
იმ 32 არასრულწლოვანს შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის 6 თვის პერიოდში, თვითმკვლელობა სცადეს 26 გოგო და 6 ბიჭია. ამავე პერიოდში სიცოცხლე თვითმკვლელობით 18 წლამდე ასაკის 3-მა ბიჭმა და 2-მა გოგომ დაასრულა.
არასრულწლოვნებში სუიციდის მცდელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, კახეთში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება.























