
მძღოლი, რომელიც შატილში ტრაგიკულად დაღუპულებთან ერთად მეორე მიკროავტობუსით იმყოფებოდა, შემთხვევის შესახებ ახალ დეტალებს იხსენებს.
რამაზ სებისკვერაძე ამბობს, რომ საბედისწერო ტურის მძღოლი ახალი გაცნობილი ჰყავდა, შატილის გზაზე პირველად იმყოფებოდა და მას რამდენიმე რჩევა მისცა.
„ვუთხარი უკან გამომყევი, როგორც მე ვივლი ისე იარე მეთქი. მითხრა, რომ ამ გზაზე პირველად იყო. მე რომ გამომყოლოდა დათვიჯვრიდან, არაფერი იქნებოდა.
„ტორმუზებმა“ გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. ჯერ გადამასწრო, ცოტა ხნის შემდეგ ვნახე, გაჩერებული იყო. “ტორმუზებმა“ ხომ არ გაგიცხელა მეთქი, შევეკითხე, არაო.
იმ ადგილას მე 2-1 სიჩქარით ჩამოვდივარ, ალბათ ის მესამე სიჩქარით ჩამოვდა.
რომ გადმოვხედე, შორს იყო უკვე. ეტყობა ტორმუზებმა გაუცხელა. რომ ჩამოვედი გაჩერებული დამხვდა, ვკითხე, რა ხდება მეთქი. „შიტოკს“ უჩხიკინებდა. ვკითხე, ტორმუზებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არა, წადი წამოვალო.
როცა მანქანას აჩერებ, ისეთი სისტემაა მერე, რომ „ტორმუზი“ უვარდება. არ იცოდა ეტყობა. რომ დაჯდა ალბათ ისევ აიღო სიჩქარე, მაგრამ „ტორმუზებმა“ უმტყუნა“, – ჰყვება რამაზ სებისკვერაძე.























