23:13 | 2020-03-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მეტრო არ დაიკეტება!

მეტრო არ დაიკეტება!

სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალოს. მათ შორის, სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისის მეტროს მუშაობის საკითხი.

 

საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან შესაძლოა, მეტრო რამდენიმე დღით დაიკეტოს, ამის მიზეზად კი თითქოს გენერალური სადეზინფექციო სამუშაოები სახელდება.

 

„პრაიმტაიმი“ თბილისი სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია უარყვეს.

 

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპისთვის საკოორდინაციო საბჭომ რა რეკომენდაციებიც გასცა, ჩვენ მას ვასრულებთ. არანაირი ცვლილება მეტროსა და ავტობუსების სამუშაო განრიგში არ იგეგმება. დეზინფექცია ყოველდღიურად ისედაც ტარდება. არის 60-კაციანი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სადგურების დეზინფექციას ახდენს. დეპოში მატარებილსა და ავტობუსის მოხვედრის შემდეგ იწყება სანიტარული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მეტროს დაკეტვა ამ მოტივით არ მოხდება, რადგან ისედაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვაკეთებთ დეზინფექციას“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X