14:34 | 2020-08-27 ავტორი: Prime Time

კახიძე: გინდათ რომ ერთი პარტია, ერთი ლიდერი, სააკაშვილი მართავდეს ქვეყანას?!

კახიძე: გინდათ რომ ერთი პარტია, ერთი ლიდერი, სააკაშვილი მართავდეს ქვეყანას?!

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის გამოჩენასა და გააქტიურებას ნეგატიურად აფასებს. კახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მითითებით ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია.

 

„ჩვენ მომავალში გვინდა ერთპიროვნული მმართველობა?! გინდათ რომ ერთი პარტია, ერთი ლიდერი, სააკაშვილი მართავდეს ქვეყანას?! შეცდომები გვაქვსო გააზრებულიო – ასეთი განცხადებაც გააკეთა, მთავარი შეცდომა წინა ხელისუფლების და მისი ლიდერის, სააკაშვილის იყო სწორედ ერთპიროვნული მმართველობა.

„Miha hamodiii“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ სააკაშვილის მიმართვას
2020-08-27„Miha hamodiii“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ სააკაშვილის მიმართვას

მთავარი შეცდომა, რომელიც ჩვენ გავიაზრეთ არის რომ არ შეიძლება უკონტროლო ძალაუფლება, ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალაუფლების მპყრობელი. ამიტომ გვინდა ევროპული კოალიცია, ამიტომ ვსაუბრობთ ოპოზიციის კოორდინაციაზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაარღვია და მე ეჭვი მაქვს სააკაშვილის მითითებით, ჯერ მისი თავდასხმა იყო გიორგი ვაშაძეზე და ამას მოყვა ეს ყველაფერი,“- განაცხადა ოთარ კახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

შეგახსენებთ, დღეს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დაბრუნებას აანონსებს.

ავტორი: Prime Time

X