15:59 | 2020-01-06 ავტორი: Prime Time

80 მილიონი დოლარი მას, ვინც ტრამპს მოკლავს

80 მილიონი დოლარი მას, ვინც ტრამპს მოკლავს

გენერალი ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს, სახელმწიფო ტელევიზიის სახელით განაცხადეს, რომ 80 მილიონი დოლარი გადაეცემა იმას, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოკლავს.

 

„ირანს 80 მილიონი მოქალაქე ჰყავს. პოპულაციის შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ შეგროვდეს 80 მილიონი – თითო მოქალაქისგან 1 დოლარი“, – განაცხადეს თეირანის სახელმწიფო ტელევიზიით.

 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

X