
მოცეკვავე თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, მარიამ მათითაშვილი 29 წლის გახდა. მარიამიც დედის კვალს გაჰყვა და მოცეკვავეა, ისიც – “სუხიშვილების”.
თეა “პრაიმტაიმთან” საკუთარ შვილს სიამაყით ახასიათებს.
თეა დარჩია: – საკუთარი შვილით ყოველდღიურ შოკში ვარ. ისეთი შვილია – მეშინია. ღმერთის მეშინია და მარიამის. ვერც ვიოცნებებდი, რომ შეიძლება ასეთი უნაკლო შვილი მყოლოდა. მაგალითად მე, მთლიანად შეცდომისგან შევდგები. მარიამი აბსოლუტური საპირისპირო, კარგი ვერსია აღმოჩნდა.






















