
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას ეხმაურება. ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი ბევრი წელია „რაზგონს“ იღებს.
„თუ ბრუნდები, დაბრუნდი, შე დალოცვილო, რამდენი წელია „რაზგონს” იღებს. გადმოვცურავ და გადმოვალო. ე, ბიჭო, აგერ არის საქართველო. არ იცის სად არის საქართველო? თუ თავი გაქვს ჩამოდი, თუ არადა, თავი დაგვანებე. ასეთი არასერიოზული რაღაცები, თუ ვინმეს ეხმარება და ვინმეს წისქვილზე წყალს ასხამს, არის ეს “ქართული ოცნება”. ისინი იძახის მერე, ჩამოსვლას აპირებს, ვერ ბედავს. ან ჩამოდი შე დალოცვილო, ან თავი დაგვანებე ან მაგ უკრაინას მიხედე”, – თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს.























