20:00 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

„ცუდად ვარ, ჩემი ტვინი კვდება, როგორც კი კინკალობაში შევდივარ“ – გიორგი ვაშაძე

„ცუდად ვარ, ჩემი ტვინი კვდება, როგორც კი კინკალობაში შევდივარ“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კინკლაობა არ შეუძლია და მსგავსი სიტუაცია მას ცუდად ხდის.

 

„არ შემიძლია და მომბეზრდა კინკლაობა, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა საჯარო სივრცე, ხალხთან კონტაქტი, მათი ნუგეში, ახალი პროექტების შექმნა. ცუდად ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ. ასეთი ადამიანი ვარ, . მე ჩემი გზა მაქვს და საქართველოს აღმშენებლობის პროცესში ლომის წვლილს შევიტან, – ამბობს ვაშაძე მთავართან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძეს, როგორს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, კონკურენტად ისნის ოლქში ხატია დეკანოიძე დაუყენა.

 

 

ავტორი: Prime Time

X