
ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „არენაში“ პარლამენტის თავმჯომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართელოს მთავრობა ქმედითია და ყველაფერს აკეთებს კრიზისების სამართავად.
მან მოსახლეობას მოუწოდა შეადარონ წინა ხელისუფლების ქმედებებს მმართველი გუნდის ქმედებები.
„საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად დგას ვირუსის გამოწვევის წინაშე. საქართველოს მთავრობამ კი აჩვენა, რომ ქმედითია, დაწყებული ჯანდაცვის სისტემიდან, დამთავრებული განათლების სისტემამდე. მთავრობა მოსახლეობის ნდობას და გამოწვევას პასუხისმგებლობით ეკიდება. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა უნდა გაკეთდეს ორი-სამი ნაბიჯის შემდეგ.
ყველაზე დიდი და პოლიტიკური სირცხვილია ოპოზიციიდან ლიდერების გამონათქვამები, რომლებიც რიგ შემთხვევებში პანიკას თესავს. მიხეილ სააკაშვილს პასუხები უნდა გაეცეს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეადარონ როგორ იქცეოდნენ წინა ხელისუფლების წარმოამდგენლები კრიზისების დროს და როგორ იქცევა ახლა მმართველი გუნდი. ჩვენ ვნახეთ ევაკუაციის გარეშე ჩატოვებული მოსახლეობა, სხვა რეაქციები და ა.შ. მთელი კონცენტრაცია იყო იმაზე, როგორ შეენარჩუნებინათ პოზიციები. დღეს პასუხისმგებლობის შესრულებაზერე ორიენტირებული მთავრობა. ესაა პროდუქტის უწყვეტობა, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა და ა.შ. დასავლურ ქვეყნებში პოლიციელები ყარაულობენ მაღაზიებში პროდუქტებს, საქართველოს მთავრობამ დროულად უპასუხა ორ დღიან პანიკას პროდუქტებთან მიმართებაში და ჩაცხრა პანიკა“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.






















