
საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია არის, რომ 11 წლის მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს. – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ტევე პირველის ეთერში განაცხადა.
მან მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და ოჯახს ტელე ეთერის საშუალებით მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მოზარდის ტრაგიკულმა აღსასრულმა და მისი წესის აგების საკითხმა. ძალიან ბევრი სპეკულაციები გაკეთდა დღის განმავლობაში.
საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი ასაკიდან და გარემოებედბიდან გამომდინარე, მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს.
როდესაც ასეთ საორჭოფო ვითარება არის, თუ კი არ დგინდება მიზანმიმართული ხელყოფა საკუთარი ცხოვრებისა, თუ კი ეკლესიას ეძლევა რაიმე სახის საშუალება წესის აგების დაშვებისა, ყოველთვის ამ მხარეს იხრება და ახლაც საპატრიარქოში, ამ გარემოებების შემდეგ, გაკეთდა განცხადება, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ წესის აგება მოხდეს. “ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, როცა იგივე მოხდა ლუკა სირაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც და წესი მათაც აუგეს.
„ლუკა სირაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც, საპატრიარქო არ დალოდებია გამოძიების დასრულებას. ის ვითარებები, რომლებიც იძლეოდა საშუალებას, ამის მიხედვით იმსჯელა საპატრიარქომ და წესის აგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. “- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.























