
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ის საშაურმეში ელექტრო სამუშაოებს ატარებდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი, დენის დარტყმა გახდა.
ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მიმდინარეობს სიკვდილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.






















