02:03 | 2020-08-31 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ლისის ტბაზე მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ლისის ტბაზე მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

 

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X