
პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს მოერ დამტკიცებული პროტოკოლით, ბაღის შენობაში მშობლებს შესვლა აეკრძალებათ და ბავშვის გარეთ, მშობელთან გამოყვანას თანამშრომელი უზრუნველყოფს.
ამასთან, ყოველდღიურად მოხდება ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.
ჯგუფებში ბავშვების გადანაწილება მოხდება ისე, რომ თითო ჯგუფში ოპტიმალური რაოდენობით იყვნენ ბავშვები და არ მოხდეს გადატვირთვა.
გარდა ამისა, კორონავირუსის და ზოგადად ვირუსების თემაზე ბავშვებისთვის შემუშავდება სახალისო თამაშები, რომელიც მათი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სასწავლო თამაში იქნება დისტანციურად მისალმება, შეჯიბრი ხელების დაბანვაში და ა.შ.






















