11:36 | 2020-08-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გულგაჩერებულ მდგომარეობაში შემოიყვანეს – ექიმი 12 წლის ბავშვზე, რომელიც ლისზე ავარიას ემსხვერპლა

გულგაჩერებულ მდგომარეობაში შემოიყვანეს – ექიმი 12 წლის ბავშვზე, რომელიც ლისზე ავარიას ემსხვერპლა

12 წლის ბავშვი, რომელსაც ლისის ტბაზე საპატრულო მანქანა დაეჯახა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

ექიმის განმარტებით, მოზარდს რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა ვერ მოხერხდა.

 

12 წლის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა - ავარია ლისის ტბასთან ცოტა ხნის წინ მოხდა
2020-08-3112 წლის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა - ავარია ლისის ტბასთან ცოტა ხნის წინ მოხდა

 

„პაციენტი სასწრაფოს მიერ მოყვანილი იქნა 23:25 წუთზე, გულგაჩერებულ მდგომარეობაში, შეყვანილ იქნა პალატაში, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ ვერ აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. პოლიტრამვა იყო ავტოავარიის შედეგად“, – ამბობს ექიმი. 

 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X