14:20 | 2020-08-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილზე საბუქსირე მოწყობილობა გამოყენებული არ არის

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილზე საბუქსირე მოწყობილობა გამოყენებული არ არის

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

 

სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით
2020-08-31სასიყვარულო სამკუთხედი თუ თვითმარქვია საქმროები - სამი მამაკაცი ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სახელით

 

პირველადი დათვალიერებით ექსპერტ-კრიმინალისტები აცხადებენ, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილზე საბუქსირე მოწყობილობა გამოყენებული არ არის.

 

„ესე იგი არ არის, არა?“, – ეკითხება გამომძიებელს ოჯახის ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილი, რაზეც კრიმინალისტი ასე პასუხობს:

 

„ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ არ არის საბუქსირე (მოწყობილობა) გამოყენებული. ამ წუთას არის მხოლოდ მტვერის კვალი, რომ დიდი ხანია გამოუყენებელია“

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა პირველად დღეს გაიხსნა. ადვოკატი და მშობლები, ეჭვობდნენ, რომ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, ავტომობილი კი მოგვიანებით ბუქსირით მიიტანეს იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს.

 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X