
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაიგონ თუ რომელ უნივერსიტეტში შეძლებენ სწავლას და აიღეს თუ არა მათ საგრანტო ქულა.
აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე www.naec.ge – ზე შეუძლია.
შეგახსენებთ, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი.
მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.






















