12:46 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

ვირუსის ასეთი გამოხტომები მიანიშნებს, რომ ჯანმრთელებში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს – ირაკლი ხმალაძე

ვირუსის ასეთი გამოხტომები მიანიშნებს, რომ ჯანმრთელებში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს – ირაკლი ხმალაძე

საქართველოში კორონავირუსი შემთხვევათა რაოდენობა იზრდება – ბოლო 24 საათში ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა უცნაურია.

 

შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს - ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან
2020-06-18შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს - ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან

 

როგორც პრაიმტაიმთან საუბრისას ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანებში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

„საქართველოში ვირუსის გავრცელების უცნაური ტენდენცია შეინიშნება. არ არის გამორიცხული, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს, ჯანმრთელებში ეს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა დადასტურებული, ჯერჯერობით, არაფერი არ არის.

 

ასეთი გამოხტომები – მაშინ, როცა თითქოს ერთის მხრივ, დამთავრდა ყველაფერი, იყო ასეთი პერიოდი და უცებ წინა პლანზე მოდის ისევ ვირუსული ინფექცია, მიანიშნებს, რომ საქართველოში არსებობდეს უსიმპტომო ფორმები, თუმცა ეს მოსაზრება კვლევებით დასადგენია“,- განაცხადა ხმალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ შემთხვევებიდან 2 ბათუმში დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 510-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 253 ადამიანი.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

X