
ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში სწავლა დაიწყო. 1,4 მილიონი ბავშვი სკოლაში დაბრუნდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სასწავლო დაწესებულებების გახსნამდე კი შენობებში პროფილაქტიკული დეზინფექცია ჩატარდა, ყველა ბავშვს გაუზომეს ტემპერატურა. სკოლის შენობაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.



























