22:14 | 2020-09-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბაჩანა ლობჟანიძემ თქვა, რა მიმოწერა ინახება მის ლეპტოპში, რომელიც გამოძიებას თავად გადასცა

ბაჩანა ლობჟანიძემ თქვა, რა მიმოწერა ინახება მის ლეპტოპში, რომელიც გამოძიებას თავად გადასცა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარის, ბაჩანა ლობჟანიძის კუთვნილ ლეპტოპს და მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ ლობჟანიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

 

არსებობს დახურული ჯგუფი FACEBOOK-ში, სადაც ახალგაზრდებს სუიციდისკენ უბიძგებენ - ბაჩანა ლობჟანიძე
2020-08-28არსებობს დახურული ჯგუფი FACEBOOK-ში, სადაც ახალგაზრდებს სუიციდისკენ უბიძგებენ - ბაჩანა ლობჟანიძე

 

ლობჟანიძე ამბობს, რომ მის ლეპტოპში ინახება მინაწერები, „ფეისბუქჯგუფის“ წევრებთან, სადაც ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდება. სწორედ ამ მიზნით გადასცა საგამოძიებო უწყებას კუთვნილი ლეპტოპი და ფაქტით დაინტერესება სთხოვა.

 

„გამოძიებას ჩემი ლეპტოპი გადავეცი, 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ მივედი და ის შავი წერტილები, რასაც ვამბობ ინტერნეტ ჯგუფზე, რომლის გავლით ხდება ახალგაზრდების ფსიქოლოგიური წნეხის და სუიციდამდე მიყვანა.

 

ლეპტოპში არის მინაწერები ჯგუფის წევრებთან, რომლებიც მიყვებიან როგორ სცადეს სუიციდი. უკვე დიდი ხანია ჩემი ტელეფონი და ლეპტოპი აქვს, არ ვენდობი ექსპერტიზას ამიტომ დათვალიერება ჩემი თანდასწრებით უნდა მოხდეს“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე. 

 

ლობჟანიძის განცხადებით, იგი ცოტახანში სამხარაული ექსპერიზის ბიუროში მივა, სადაც მისი თანდასწრებით მოხდება კუთვნილი მოწყობილობების დათვალიერება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X