20:43 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

VIDEO: ქალი ნასვამი მძღოლის მანქანას დაეჯახა, ამის გამო მას გმირი უწოდეს

VIDEO: ქალი ნასვამი მძღოლის მანქანას დაეჯახა, ამის გამო მას გმირი უწოდეს

27 წლის შენონის გმირობის ამსახველი კადრები ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. შემთხვევა აშშ-ში მოხდა.

 

ვიდეოში ჩანს წყვილი, რომელიც შვილებთან ერთად გზის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობს, მაგრამ, ამ დროს მათ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი უახლოვდება. ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა, რომ არა იქვე ავტომობილით მოძრავი ქალის რეაქცია.

 

იმ ღამეს შენონი, დედამისი და მისი 3 წლის შვილი სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ქალმა შეამჩნია, რომ ნასვამი მძღოლის ჯიპი წითელზე არ გაჩერდა და სულ რამდენიმე წამში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახებოდა.

„არ მახსოვს ეს რა მომენტში გადავწყვიტე, თუმცა, უკან არ დამიხევია“,- ამბობს ის.

 

ქალის ასეთმა გმირობამ 4 ადამიანის სიცოცხლე იხსნა. საბედნიეროდ არც მისი ოჯახის წევრებს დაშავებიათ რამე.

ავტორი: Prime Time

X