10:40 | 2020-09-02 ავტორი: თამთა თორდია

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები – საკოორდინაციო საბჭოში განცხადება გაკეთდება

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები – საკოორდინაციო საბჭოში განცხადება გაკეთდება

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

რეკორდული ზრდა - 16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020-09-02რეკორდული ზრდა - 16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

 

იქნება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ახალი გადაწყვეტილება მიღებული და დაწესდება თუ არა შეზღუდვები, ეს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა.

 

აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

 

16 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: თამთა თორდია

X