
თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ერთი წლისოდენა თაკო ძმასთან, მამუკასთან ერთადაა გადაღებული.
“მე და ჩემი მამუკა – ასე დამაპროწიალებდა და მე საშინლად კმაყოფილი ვიყავი” – აწერს ფოტოზე ჩარკვიანი.
დედის ფოტოთი აღფრთოვანებას ვერ მალავს ირმა გიგანი.
“არააა!!! გავგიჟდებიიი!!!!)))) რა საყვარელი ხარ, დედა!!! მამუკოვსკი” – თაკოს ფოტოზე აკომენტარებს ირმა.

მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეზე თაკომ “პრაიმტაიმს” ბავშვობის პერიოდზე ესაუბრა.
თაკო ჩარკვიანი: – ჩვენ ძალიან მაგრად ვმეგობრობთ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ბავშვობაში უფრო იგრძნობოდა.
“მამუკა ჩემია” – ვიჩემებდი და მერე ამაზე შაყირი დადიოდა. რომ მეტყოდნენ, არა, მამუკა ჩემიაო, მე ვტიროდი.
ერთხელ კიკეთში ვისვენებდით, ბევრი ბავშვი ვიყავით და ერთ-ერთმა მშობელმა ტყეში წაგვიყვანა. ამ კაცს ტყეში გზა აებნა. უკან წამოსასვლელ გზას ვერ ვაგნებდით. ტყეში ვტრიალებდით… მამუკას დაკაწრულ-დასისხლაინებული ჰქონდა ფეხები. მშობლები გვეძებდნენ, 12 ბავშვი ვიყავით.
მამუკამ ზურგზე მომისვა და ისე მატარა. რომ წამოვიზარდეთ, მე ვმზრუნველობდი და რაღაც თემებით მასზე გავლენებიც მქონდა.























