
თურქეთის ქალაქ ანტალიაში პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის მიუხედავად მრავალრიცხოვანი ქორწილი გაიმართა, თუმცა წვეულება მალე მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილზე მისულ პოლიციას, იმაზე მძაფრსიუჟეტიანი სურათი დახვდა, ვიდრე მოელოდა.
სიძე-პატარძლის მხარე ერთმანეთს სკამებით, ქვებით და სხვადასხვა ნივთებით გაუსწორდა. ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდნენ კაცები, ქალები, ბავშვები და ხანდაზმულებიც კი.






















