18:20 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება

„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება

„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება. ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, კონფერენციაზე მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც უნდა ჩსულიყო, თუმცა მათი ვიზიტი გადაიდო.

თბილისში „ნიკორას“ მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-02თბილისში „ნიკორას“ მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე.

 

ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

 

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: Prime Time

X