22:13 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტი კამერებთან პირველად გამოჩნდა – რას ამბობს გიორგი ქათამაძე

შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტი კამერებთან პირველად გამოჩნდა – რას ამბობს გიორგი ქათამაძე

18 ივნისის ღამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ქათამაძე კამერასთან პირველად გამოჩნდა.

 

ქათამაძის კომენტარს „კურიერი“ ავრცელებს. ის ამბობს, რომ არ იცის, ფიზიკურად რატომ გაუსწორდნენ.

 

„არ ვიცი მე რა შუაში ვიყავი. არ ვიცი რატომ გამისწორდნენ“

 

ჩვენებების მიხედვით, ქათამაძეს მერსედესის ყველა მგზავრი გაუსწორდა, გარდა გიგა ტატიაშვილისა, ასევე, ქათამაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა იმ ორმა არასრულწლოვანმა, ვინც ექვსეულის კვალდაკვალ გადაადგილდებოდა.

 

მაგრამ დღეს პირველად მედიასთან დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალადობის და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ბარბაქაძე ჩვენების შინაარსს არ იზიარებს და ამბობს, რომ ის მას არ ეკუთვნის.

ავტორი: Prime Time

X