
დღეს საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი.
ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1568 შემთხვევა დაფიქსირდა.
ხოლო გამოჯნამრთელებულთა რაოდენობა 1279-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.






















