
„დედამისი ძალიან ბერვ ზღაპრებს ყვება, იქნებ თავის თავს დაადოს ჯერ ხელი და თქვას, რომ თვითონ იყო დამნაშავე რაღაცეებში თამარის მიმართ“, – ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე, თეონა თამაზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისმა შვილმა სქემა გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა იარაღით ყარაბაღის ომი.
ლობჟანიძე ამბობს, რომ თეონა თამაზაშვილი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც არ სურს და სწორედ ამიტომ ცდილობს გამოძიება სხვა კუთხით წაიყვანოს.
„ასეთ ამბავთან საერთოდ რა შუაშია თამარი? დედამისი ძალიან ბერვ ზღაპრებს ყვება, იქნებ თავის თავს დაადოს ჯერ ხელი და თქვას, რომ თვითონ იყო დამნაშავე რაღაცეებში თამარის მიმართ. მაგალითად იმაში, რომ ბევრი რამ არ იცოდა საკუთარ შვილზე, მის სამსახურზე, თამარის ახლო მეგობრებზე და ა.შ. რატომ არის ეს ბუნებრივი რამ.
ვფიქრობ მან და დეა კაპანაძემ იცის ისეთი რამ, რისი თქმაც არ უნდათ და გამოძიება მიჰყავთ ისე, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს.
მშობლებზე მეტი თამარზე მე ვიცოდი. თუ მშობლები ამჩნევდნენ, რომ თამარი გაღიზიანებული იყო, რატომ არ იფიქრეს, რომ შესაძლოა იგივე გაეკეთებინა რაც სტუდენტობამდე სცადა (თვითმკვლელობა), რატომ არ იზრუნეს მასზე“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს























