
იფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. როგორც ცერცვაძემ სააგენტოსთან აღნიშნა, საქართველოში მომატებული შემთხვევების მიუხედავად, პროცესები კონტროლირებადია და ვირუსის გავრცელების დინამიკა დადებითი სახით შენარჩუნდება.
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა არ დაწყებულა. მეორე ტალღა მაშინ დაიწყება, როცა გვიანი შემოდგომა დადგება, სადღაც ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ. ამ დროს ამინდის აცივების გამო, რესპირაციული ვირუსები აქტიურდება. საქართველოში ახლა მიმდინარეობს კორონავირუსის პირველი ტალღის გაგრძელება, რომელიც მსოფლიოში არ დამთავრებულა.
ვიდრე პირველი ტალღა არ დამთავრდება, მეორე ტალღაზე ვერ დავიწყებთ საუბარს. ზოგადად, ჩვენ ინფიცირებულთა მატებას ველოდით, რადგან ქვეყანაში მთელი რიგი შიდა შეზღუდვები მოიხსნა.
ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში მიკრო აფეთქებები არ იყოს. თუმცა საქართველო, ჯერჯერობით, არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული წარმატებები მდგრადი გამოდგა.
– არესებობს თუ არა აჭარის ჩაკეტვის ალბათობა. იქ სხვა რეგიონებთან შედარებით, კორონავირუსის შედარებით ბევრი მაჩვენებელი ფიქსირდება.
– ბუნებრბივია აჭარაში ვითარება გაუარესდებოდა, რადგან ახლა მთელი საქართველო მანდ არის. აჭარის ჩაკეტვის ალბათობა დაბალია, გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი სამსახურები იმდენად ეფექტურად მუშაობენ, რომ რეგიონის კონტროლი სრული ჩაკეტვის გარეშე, შესაძლებელია.
საქართველოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება არ ემუქრება. საქართველოშია არ არის დღეს კრიტიკული და საგანგაშო მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, არც მომავალში იქნება. საქართველო ინარჩუნებს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთეს სიტუაციას.
– საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქება აღარ იქნება?
– ეპიაფეთქება არ იქნება, იქნება ისეთი მატება, როგორიც ახლა არის. მეორე ტალღა არ იქნება იამზე დიდი, ვიდრე პირველი ტალღა იყო. მეორე ტალღა პირველ ტალღაზე სუსტი იქნება. მექნება უდიდესი თხოვნა, რაც მიღწეული გვაქს, უნდა შევინარჩუნოთ, ამიტომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























