19:15 | 2020-09-03 ავტორი: თამთა თორდია

დნმ-ის კვლევის პრაქტიკა არასწორხაზოვანია – მირიან ნიკოლაძე 

დნმ-ის კვლევის პრაქტიკა არასწორხაზოვანია – მირიან ნიკოლაძე 

ექსპერტიზით გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა შემხებლობა არ ფიქსირდება, სწორედ ამ საკითხზე გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საუბრობს და ამბობს, რომ მისმა გამოცდილებამ ამ მხრივ აჩვენა, რომ დნმ-ის პრაქტიკა არასწორხაზოვანია.

 

შაქარაშვილის თავზე არსებულმა დაზიანებებმა დიდი ალბათობით ტვინის შერყევა გამოიწვია - ექსპერტიზის დასკვნა 
2020-09-03შაქარაშვილის თავზე არსებულმა დაზიანებებმა დიდი ალბათობით ტვინის შერყევა გამოიწვია - ექსპერტიზის დასკვნა 

 

მისი თქმით, დნმ არის უტყუარი მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მასზე პროფილის აღმოჩენა.

 

„ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა ის, რომ დნმ-ის კვლევის პრაქტიკა არასწორხაზოვანია, შესაძლებელია თქვენ რაღაც საგანზე მთელი დღის განმავლობაში ხელი გქონდეთ მოკიდებული, მისით ისარგებლოთ და თქვენი დნმ არ ამოვიდეს და შემთხვევითი გამვლელის დნმ ამოვიდეს.

 

დნმ არის უტყუარი მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მასზე პროფილის აღმოჩენა. რაც არის ის არის. ეს არის ექსპერტიზის დასკვნა და ეს დასკვნა უნდა იყოს მისაღები ყველასთვის“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ავტორი: თამთა თორდია

X