
ქართულ-უკრაინული კო-პროუქცია “ანტონი” ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმია, რომელიც მოასწრო, ნოემბერში ტიტრებიც დაადო და მალევე, 7 დეკემბერს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
“ანტონის” პროდიუსერმა, პაპუნა დავითაიამ თავისი ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიით ფილმი “ოქროს გლობუსზე” წარადგინა.
აჩვენებენ თუ არა “ანტონს” უცხოურენოვან ფილმთა კატეგორიაში, ეს დეკემბერში გაირკვევა.

პაპუნა დავითაია: – ეს ფილმი “ოქროს გლობუსზე” წარვადგინე როგორც პროდიუსერმა და ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორმა.
მასშტაბური ფილმია, ისტორიული დრამაა. მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდება. ესაა ფილმი გერმანული და ებრაული წარმოშობის ბიჭების მეგობრობაზე.
პოსტპროდუქციას ვამთავრებდით, როდესაც ზაზა გარდაიცვალა. ის დიდი დანაკლისია როგორც ჩემთვის, ასევე კინოინდუსტრიისთვის. ბოლო სამი წელია სულ ერთად ვიყავით. ჩვენ ვიმუშავეთ ფილმებზე “ვიწრო ხიდი”, რომელიც ახლა პოსტპროდუქციას გადის და “ჰაჯიბეი”, რომელიც მალე გამოვა. ოღონდ ამ ფილმებში ის კრეატიულ პროდიუსერად იყო ჩართული.

“ანტონის” პრემიერა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. როგორც პროდიუსერი ამბობს, პრემიერა ნოემბერში შედგება.
ზაზა ურუშაძის თანაშემწე ლიკუნა რევიშვილი “პრაიმტაიმთან” ზაზას ისხენებს.
ლიკუნა რემკა რევიშვილი: – “ანტონი” ნოემბრის შუა რიცხვებში მასთან, სახლში მისულს მაჩვენა. ეს ფილმი მოასწრო, ტიტრებიც დადებული ჰქონდა… დასცალდა…
მახსოვს, ზაზამ “ოქროს გლობუსზე” “მანდარინების” “შორთ ლისტში” მოხვედრამდე თქვა, ამ სიაში თუ მოხვდა, სიგარეტის მოწევას თავს ვანებებო. და მას შემდეგ არც მოუწევია.

თუ შეზღუდვა არ დაწესდება, შემოქმედებითი ჯგუფი, პრემიერაზე ჩამოსვლას აპირებს. ჰოლივუდის მსახიობი, Natalia Ryumina, რომელიც ანტონის დედის როლს ასრულებს, ინტერვიუებში ამბობს: როდესაც გავიგე, რომ “მანდარინების” რეჟისორი ფილმს იღებდა, ოღონდ ზაზასთან მემუშავა და მე ყველაფერზე თანახმა ვიყავიო.
– მახსოვს, ზაზას გარდაცვალება ემოციურად ძალიან განიცადე. ახლა როგორ ხარ?
– ზაზა სიკვდილთან არ ასოცირდება არც ჩემთვის და არც მისი მეგობრებისთვის. მე და ნატო მურვანიძე ხშირად ვნახულობთ სიზმრებში. მერე ერთმანეთს რომ ვუყვებით, ზაზას ჩაცმულობა ემთხვევა.
ბოლოს დამესიზმრა ზღვაზე იყო. აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი და მგონია, რომ ასეთი ბუნება იქ არის. სიმწვანე და გამჭირვალე წყალი იყო. სანაპიროზე იჯდა და კენჭებს ისროდა წყალში. რას შვები-მეთქი, ვკითხე. ვისვენებ და კინო უნდა გადავიღოო, მიპასუხა. ზაზა კინოს გარეშე წარმოუდგენელია. ვიცი, რომ კარგად არის. სიმშვიდეს ეძებდა და ალბათ, იპოვა… თუმცა მე ამ რეალობას ვერასდროს მივიღებ.
"ანტონი" – ზაზა ურუშაძის ფილმი
2 ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია.მალე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შეაფასოს აღიარებული ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი "ანტონი".ფილმში მოქმედება ვითარდება პატარა უკრაინულ სოფელში, 1919 წლის რუსული რევოლუციის დროს და ეფუძნება დეილ აიზლერის რომანს “ანტონი, ბიჭი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია”.ზაზა ურუშაძე გამორჩეული რეჟისორია ქართული კინოს ისტორიაში, რომლის ფილმებმაც მაყურებლის სიყვარული, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინაციები დაიმსახურა. რეჟისორი 2019 წელს გარდაიცვალა. შემოქმედებითი ჯგუფი:რეჟისორი: ზაზა ურუშაძე;სცენარის ავტორები: დეილ აისლერი, ზაზა ურუშაძე, ვადიმ ერმალენკო; პროდუსერები: მირზა დავითაია, ვლადიმერ ფილიპოვი, ფრენკ მეიორი, ანდრეი სუიარკო; ოპერატორი: მიხეილ პეტრენკო;ასოცირებული პროდუსერები: ანდრეი ოსიპოვი, დავით ლეკიშვილი,კესტუტის დრაზდაუსკატეს, დეილ აისლერი, ალექსანდრე კოვალენკო, ალა ოვსიანიკოვა;დამდგმელი მხატვრები: ვლადიმერ ფილიპოვი, ოლგა სვიატლიცნა;მონტაჟი: ალიკა კურანოვი;კოსტუმების მხატვარი: ინგა ჟიდნა;კომპოზიტორები: პეტრიკ ქანელი, მიროსლავ სკორიკი; როლებში:ნიკიტა შლანჩაკირედიმანტის ადამაიტისიმიკიტა დზიადიიუზას ბუდრაიტისისებასტიან ანტონივლადიმერ ლევიტსკინატალია რიუმინატეტიანა გრაჩიკიოლეგ სიმონენკოვიდეოს შექმნაზე იმუშავეს: Zamza Shota Imnadze, Basa Kharazi
Posted by GNFC – Georgian National Film Center on კვირა, 23 აგვისტო, 2020






















